მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანმა და ლეო დოკერტიმ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს

სრ საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრ ლეო დოჩერტის შეხვედრით 13 ნოემბერს ლონდონში დაიწყო სტრატეგიული დიალოგი სრ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის.

სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზიდან ირკვევა, რომ შეხვედრა დაიწყო კერძო საუბრის ფორმატში, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით.

თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო დროს სრ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, სტრატეგიული დიალოგის დაწყება მოწმობს მხარეთა მზაობას, სრ-დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა აიყვანონ ახალ, ხარისხობრივად მაღალ დონეზე, ამ მიმართულებით ჩადებული ძალისხმევით.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების მთელი დღის წესრიგი. განხილული იქნა არაერთი არსებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ინოვაციების, ხალხთა შორის კონტაქტების და სხვა სფეროებში და მისი გაფართოების პერსპექტივები.

მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. ამ უკანასკნელის კონტექსტში მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში წინსვლის მნიშვნელობას ოქტომბერში გრანადაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ მიღებულ განცხადებაში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით, ისაუბრა აზერბაიჯანის მხრიდან საჯარო ვალდებულების გამოხატვაზე და ასევე აქტიურ ქმედებებზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე ამ საკითხში.

რეგიონული არხების განბლოკვის კონტექსტში მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა სომხეთის მიერ შემუშავებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, სადაც ხაზი გაუსვა მისი განხორციელების შედეგად მოსალოდნელ უპირატესობებს სომხეთისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის შედეგად 100 000-ზე მეტი სომეხის იძულებით გადაადგილება და გადადგმული ნაბიჯები მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის პირველადი საჭიროებებისა და უფლებების დასაკმაყოფილებლად.

შეხვედრის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საქმეთა მინისტრმა მოკლედ შეაჯამეს შემდგარი დისკუსია.

ნახეთ მეტი
Back to top button