თურქეთი აპირებს გაახანგრძლივოს სამხედროების ყოფნა აღდამის რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრში

თურქეთი გეგმავს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს სამხედრო მოსამსახურეების ყოფნა აღდამში, რუსეთ-თურქეთის ერთობლივ მონიტორინგის ცენტრში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აცნობეს ანკარაში დიპლომატიური წყაროებმა. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი განსახილველად თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას წარედგინება. თუ პარლამენტი დათანხმდება თურქი სამხედროების ყოფნის ერთი წლით გახანგრძლივებას, გადაწყვეტილება ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ არცახის 44-დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს შორის შეთანხმების შედეგად, 2021 წლის იანვარში აღდამში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი გაიხსნა. დავამატოთ, რომ 2020 წლის 17 ნოემბერს თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს აღდამის ცენტრში 1 წლის ვადით მსახურობის უფლება მისცა. 2021 და 2022 წლის ნოემბერში თურქი სამხედროების ყოფნის ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.
ემა ჩობანიანი