
სრ-ის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა 13 ნოემბერს დუბაის საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ მინისტრმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 13 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმის მიწვევით, მონაწილეობა მივიღე დუბაის საავიაციო გამოფენის გახსნის ცერემონიაში“, – წერს პაპიკიანი და დასძენს, რომ ცერემონიის შემდეგ მოინახულა საერთაშორისო კომპანიების პავილიონები და გაეცნო კომპანიების მიერ გამოფენილ პროდუქციას.