სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარა

სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა სამხედრო წვრთნები საბერძნეთის ატიკას რაიონში ჩაატარა.
ამის შესახებ იტყობინება საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბი.
ინფორმაციის თანახმად, „6-დან 10 ნოემბრამდე, ატიკას ნეა პერამოსის რეგიონში, საბერძნეთის, კვიპროსის და სომხეთის სპეცოპერაციების ძალების საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სპეცრაზმის სამმხრივი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა“.
ერთობლივი წვრთნებმა, რომელიც 2023 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია საბერძნეთს, კვიპროსსა და სომხეთს შორის, ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის ურთიერთგაგების და ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის დონის ამაღლებას, ასევე ხაზი გაესვა მათი ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
წვრთნების დროს განხორციელდა საბრძოლო სროლები, შემუშავდა სნაიპერული ოპერაციების ტექნიკა და ტაქტიკა, დახურულ ადგილებში მანევრები, ოპერაციების დაგეგმვა.