პოლიტიკა

სრ თავდაცვის სამინისტრო – ფრანგული იარაღის მიღების ინფორმაციის შესახებ

ტელეგრამის არხებში საფრანგეთის მიერ სომხეთში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ვრცელდება. აღნიშნულია, რომ საფრანგეთმა სომხეთში გაგზავნა დიდი რაოდენობით „ბასტიონის“ მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა და მათთვის განკუთვნილი მოწყობილობები. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი Factor.am-მა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერს სთხოვა. „სომხეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ  ოფიციალური შეტყობინებებისა და განცხადებების გარდა, ამ დროისთვის ჩვენ ვერ გავამჟღავნებთ დამატებით ინფორმაციას“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არამ თოროსიანმა. შეგახსენებთ, ერევანმა და პარიზმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს გააფორმეს.

ნარეკ კირაკოსიანი

ნახეთ მეტი
Back to top button