საზოგადოება
2024 წელს კალიფორნიის ლოს ანჯელესში გაიხსნება აშშ-ში პირველი კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი TUMO

მისთვის შენობა უკვე შერჩეულია და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა TUMO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარი ლუ ფაფაზიანმა. ინოვაციური სკოლა 12-დან 18 წლამდე 1500-მდე მოსწავლეს მიიღებს. მათთვის განათლება უფასო და ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე – ინგლისურ და სომხურ ენაზე.
TUMO-ს ცენტრები ამჟამად 8 ქვეყანაში ფუნქციონირებს და მალე გაიხსნება რიგ სხვა ქვეყანაში.