პოლიტიკა
ელჩმა სმბატიანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

14 ნოემბერს სრ ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. ამის შესახებ იტყობინება საქართველოში სომხეთის საელჩო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას და ამ მიმართულებით არსებულ პროგრამებს.