მთავარიპოლიტიკა

საქართველო გამოეხმაურა სომხეთისთვის იარაღის ტრანზიტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეტენზიას

,,სომხეთის პირველი საინფორმაციოს“ გადმოცემით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთიდან სომხეთისთვის საქართველოს ტერიტორიით იარაღის მიწოდებასა და ამ კუთხით ბაქოს პრეტენზიებზე.

საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია საფრანგეთიდან სომხეთში ჯავშანტექნიკის საქართველოს ტერიტორიით მიწოდების შესახებ აზერბაიჯანულ, შემდეგ კი ქართულ მედიაში გავრცელდა და ჰკითხა მინისტრს, გავლენას მოახდენს თუ არა ეს საქართველოს შუამავლობაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში გამოიყენონ სატრანზიტო ფუნქცია.

მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება ჰყავდეს თავდაცვის ძალები და დასძინა, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება შეიძინონ ჩვეულებრივი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც არ არის აკრძალული საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

„საქართველოს პოზიციაა, რომ ორივე ქვეყანას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში გამოიყენონ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button