ეკონომიკა

სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი. რომელი ქვეყანაა უფრო მიმზიდველი საერთაშორისო ტურისტებისთვის?

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სომხეთს უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს, ვიდრე აზერბაიჯანს.

Factor.am-ის გადმოცემით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის საქართველო ტურიზმის სფეროში ლიდერია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანს ეწვია 1,5 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე, სომხეთს – 1,8 მილიონი, საქართველოს – 2,7 მილიონი. ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი სამივე ქვეყანაში რუსეთიდან იყო. შეგახსენებთ, რომ სამივე ქვეყანაში სტატისტიკა არ აკონკრეტებს, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსეთიდან მიგრანტები ტურისტებად ჩათვალეს თუ არა. ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია ბოლო 10 წლის სტატისტიკა. საერთაშორისო ტურიზმი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში Factor tv-ის მიერ 2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, სომხეთმა – დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, აზერბაიჯანმა – 788 მილიონი დოლარი.

გაიანე ხაჩატრიანი

ნახეთ მეტი
Back to top button