მთავარიპოლიტიკა

სომხეთს არ უკისრია ვალდებულება რომელიმე ქვეყანა ექსტრატერიტორიული დერეფნით უზრუნველყოს. არმან ეღოიანი

2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტის მიხედვით, სომხეთს არ აუღია არცერთი ქვეყნისთვის ექსტრატერიტორიული დერეფნით უზრუნველყოფის ვალდებულება. ამის შესახებ 14 ნოემბერს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთში მმართველი ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არმან ეღოიანმა.

მან დაარწმუნა, რომ არანაირი ურთიერთწინააღმდეგობა არ არის. ,,სომხეთის იურისდიქცია მოქმედებს სომხეთის ტერიტორიაზე“, – დასძინა დეპუტატმა.

ეღოიანმა შეახსენა, რომ ეს არის მხოლოდ სამი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადება და არა პარლამენტის მიერ მიღებული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომელიც პარლამენტმა უნდა გააუქმოს.

ნახეთ მეტი
Back to top button