
14 ნოემბერს, სრ ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველში სრ საელჩო ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ჩამოყალიბებულ ეფექტურ თანამშრომლობას.
გაცვალეს აზრები ორი ქვეყნის შესაბამის დეპარტამენტებს შორის დარგობრივი კავშირების გაღრმავების შესაძლო მიმართულებებზე და მომავალ ამოცანებზე.