მთავარიპოლიტიკა

დე იურე კუხო უარს ამბობს თავისი პასუხისმგებლობის სფეროს სომხეთში დაფიქსირებაზე. პრემიერ მინისტრი

კუხო-მ არ გასცა სათანადო პასუხი სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებზე დე იურე სავალდებულო ვალდებულებებში და ეს რამდენჯერმე განმეორდა. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უპასუხა რა ფრაქციის ,,ჰაიასტან“-ის დეპუტატის აგნესა ხამოიანის კითხვაზე, თუ რატომ  ამბობს უარს სომხეთი კუხო-სა და დსთ-ში შეხვედრების სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობაზე და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მზადდება თუ არა ნიადაგი კუხო-დან გასასვლელად?

ამ კითხვებზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი შეხვედრებზე უარს არ ამბობს, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა მიზეზით არ დაესწროს ამ ღონისძიებებს.

„რაც შეეხება საკითხს, ვამზადებ თუ არა ნიადაგს რაიმესთვის, მე არ ვამზადებ ნიადაგს არაფრისთვის, რადგან ეს ნიადაგი ან არის, ან არ არის, მიუხედავად ჩვენი მომზადებისა.

თქვენ ასევე მკითხეთ, უსაფრთხოების რა სისტემით ვიმუშავეთ ან უზრუნველვყავით ქვეყნის უსაფრთხოება?

კუხო-ში მიმდინარე პროცესებთან და ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი არის ის, რომ, სამწუხაროდ, კუხო-მ არ გასცა სათანადო პასუხი დე იურე სავალდებულო ვალდებულებებზე სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით და ეს რამდენჯერმე განმეორდა. ყველა ჩვენს კოლეგას მთელი პატივისცემით ვეპყრობით, უბრალოდ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვისაც გაუგებარია, რატომ ვიმეორებთ ერთსა და იმავეს ყოველ ჯერზე, როცა მივდივართ, ერთსა და იმავეს ვამბობთ უპასუხოდ, ვტოვებთ და ვბრუნდებით. შემდეგ ჯერზე ის მიდის და ბრუნდება იმავე გზით, პასუხის გარეშე“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი უდიდეს ფუნდამენტურ პრობლემად მიიჩნევს, რომ დე იურე კუხო უარს ამბობს თავისი პასუხისმგებლობის სფეროს სომხეთის რესპუბლიკაში დაფიქსირებაზე.

„ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჩვენ ამ პირობებში, უბრალოდ უხმოდ მონაწილეობით, შეგვიძლია შეუერთდეთ ლოგიკას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი რამის უფლება მივცემთ ჩვნს თავს იმ გაგებით, რომ ჩვენ ასევე ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რათა მივცეთ დრო საკუთარ თავს და კუხო-ს, რომ ვიფიქროთ შემდგომში გასაკეთებელის შესახებ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს უარი კი არ უთქვამს კუხო-ს მისიის გამოგზავნაზე, არამედ სურდა, რომ კუხო-ს მისიის გამოგზავნამდე ნათლად დაეფიქსირებინა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ არ გვაჩვენეს სომხეთის რესპუბლიკა, ჩვენ ვაჩვენეთ სომხეთის რესპუბლიკა და ვთქვით, რომ ეს პროტოკოლი უნდა შედგეს, რაც კუხო-მ არ გააკეთა. ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთ მისიას, რადგან გამოვა, რომ ჩვენ ვაკანონებთ სომხეთის რესპუბლიკის ბუნდოვან იმიჯს და ამ პირობებში ჩვენ ასევე ვაკანონებთ აზერბაიჯანის შემოჭრებს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების დივერსიფიკაციას ახდენს, რადგან მისი პარტნიორები უსაფრთხოების სექტორში, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო, არ ყიდიან იარაღსა და საბრძოლო მასალას.

„ჩვენ ვეძებთ უსაფრთხოების სხვა პარტნიორებს. ჩვენ ვეძებთ და ვპოულობთ უსაფრთხოების სხვა პარტნიორებს, ვცდილობთ გავაფორმოთ კონტრაქტები, მივიღოთ იარაღი, სამხედრო ტექნიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. სტრატეგიულად კი, ჩვენ არ ვაპირებთ გამოვაცხადოთ ჩვენი პოლიტიკის ცვლილების შესახებ, სანამ არ გადაგვიწყვეტია კუხო-ს დატოვება“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button