პოლიტიკა

ირანის ელჩმა ბაქოში განაცხადა, რომ „ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები აზერბაიჯანის კანონებით უნდა დარეგულირდეს“.

ყარაბაღელი სომხების უფლებები და უსაფრთხოების საკითხები უნდა დარეგულირდეს მხოლოდ აზერბაიჯანის კანონმდებლობით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ირანის ელჩმა ბაქოში აბას მუსავმა. „ირანის პრინციპული პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის. ირანი მიესალმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ყარაბაღის დაბრუნებას აზერბაიჯანის სუვერენიტეტში. ყარაბაღში სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას აზრი აქვს მხოლოდ აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად“, – ნათქვამია ელჩის ნოტაში. დავამატოთ, რომ ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ განაცხადა, რომ ირანი არის მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების კანონიერი უფლებების დაცვის მომხრე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხში თეირანი, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, აღიარებს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები უნდა დაირღვეს. მიგვაჩნია, რომ ყარაბაღის ხალხის უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა. ეს არის რეალობა, რომლის იგნორირებას ვერავინ და მათ შორის აზერბაიჯანი ვერ შეძლებს“, – განაცხადა ელჩმა. ამ განცხადებებმა ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია. ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button