
სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კრისტინა ქუინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით ტავუშის რეგიონს ეწვია. ინფორმაციას X-ის გვერდზე ავრცელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„აშშ-ის ელჩი კრისტინა ქუინი შეუერთდა ევროკავშირის მისიას ტავუშის რეგიონების პატრულირებაში. ვიზიტის ორგანიზატორი იყო მისიის წარმომადგენლობა იჯევანში“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს სომხეთში 100 ადამიანისგან შემდგარი ახალი ევროპული მისია ორწლიანი მანდატით განლაგდა. მისიის მიზანია ხელი შეუწყოს სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სტაბილურობას, ადგილების მიმართ ნდობის განმტკიცებას და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფას.
მისიას აქვს ოპერატიული ოფისები ჯერმუკში, გორისში, კაპანში, მარტუნში, იჯევანსა და ეღეგნაძორში, ასევე მეკავშირე და დამხმარე ოფისი ერევანში.