ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ განსახორციელებლად საკმარისი თანხებია

პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ რეალობად უნდა იქცეს არა მხოლოდ სომხეთის ქმედებების შედეგად, არამედ რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა უპასუხა ეროვნული ასამბლეის მორიგ სესიაზე ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის სონა ღაზარიანის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ განსახორციელებლად”.

„2024 წლის ბიუჯეტი საკმარის თანხებს ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ბიუჯეტში ასახულია ის პროგრამები და კონკრეტული სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება. მოგეხსენებათ, “მშვიდობის გზაჯვარედინი” რეალობად უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქმედებების შედეგად, არამედ რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით. როდესაც ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება და ეს იდეა წინ წავა, ჩვენ გვექნება სარეზერვო ფონდი და იქ არის გაუნაწილებელი თანხები კაპიტალური ხარჯებისთვისაც. ჩვენ გვექნება საკმარისი თანხები ამ პროექტის ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button