მთავარიპოლიტიკა

ბაქომ უარი თქვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ვაშინგტონში შეხვედრაზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში.

როგორც იუწყება Armenpress-ი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველად გამოეხმაურა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე,  უწოდა რა მათ მიკერძოებული, არაეფექტური, არაგონივრული და მიუღებელი”.

ო’ბრაიენის განცხადებამ, რომ შეერთებულმა შტატებმა გააუქმა მაღალი დონის ვიზიტები აზერბაიჯანში და რომ აშშ-ის ურთიერთობები ამ ქვეყანასთან ვერ იქნება ნორმალური, სანამ აშშ არ დაინახავს პროგრესს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, გამოიწვია უკმაყოფილების ტალღა აზერბაიჯანში.

საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ურთიერთობები არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ამიტომ აზერბაიჯანი იგივე მიდგომას გამოიყენებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ აზერბაიჯანში აშშ-ის მაღალი დონის ვიზიტების შესაძლებლობა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ცალმხრივმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს აშშ-ს შუამავლის როლის დაკარგვა.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ პირობებში ჩვენ შესაძლებლად არ მიგვაჩნია აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 2023 წლის 20 ნოემბერს ვაშინგტონში შეხვედრის გამართვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button