ეკონომიკა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხეთში 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ. პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სომხეთის ეკონომიკის პოტენციალი.

„ბოლო ხუთ წელიწადში ჩვენ სომხეთში 28 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რამაც საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ეკონომიკის პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის საჭიროა ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და მომზადების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული რეფორმები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული ასამბლეის მორიგი სესიაზე “სომხეთის რესპუბლიკის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის წარდგენისას, იტყობინება Armenpress-ი”.

მისი თქმით, მეცნიერების სფეროში უნდა ჩამოყალიბდეს კადრები და ადამიანური რესურსები, რომლებმაც უნდა გამოიყენონ შექმნილი ეკონომიკური პოტენციალი და გადააქციონ ის უწყვეტ ეკონომიკურ განვითარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button