პოლიტიკა
ინდოეთი სომხეთს 150 000 ხელყუმბარას გადასცემს

ინდოეთი სომხეთს 150 000 ხელყუმბარას გადასცემს. ამის შესახებ იტყობინება Indian Aerospace Defense News.
„ინდოეთი სომხეთს 30 მმ და 40 მმ ხელყუმბარებს მიაწვდის. 150 ათასი ერთეული ხელყუმბარა სომხეთს „Munitions India Limited“-ი გადასცემს. 2 თვის წინ „Munitions India Limited“-მა სომხეთს 5 მილიონი ერთეული 7,62 მმ კალიბრის ტყვია მიაწოდა“, – ნათქვამია მედიის X გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.