სპორტი

“იუვენტუსი” მზადაა ედუარდ სპერციანისთვის 15 მილიონი ევრო გადაიხადოს

ტურინის “იუვენტუსი” მზად არის 15 მილიონი ევრო გადაიხადოს სომხეთის ნაკრებისა და რუსული “კრასნოდარის” 23 წლის ნახევარმცველის ედუარდ სპერციანის ტრანსფერში, იუწყება Sky Sport.
“იუვენტუსი” “კრასნოდარს” შეთავაზებას გაუკეთებს, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიური “სასუოლოდან” 29 წლის თავდამსხმელის დომენიკო ბერარდის შეძენას ვერ მოახერხებს.
რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ედუარდ სპერციანმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button