მთავარისაზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი პირდაპირ ეთერში უპასუხებს სრ მოქალაქეებისა და დიასპორის თანამემამულეების ვიდეო კითხვებს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 24 ნოემბერს 12:00 საათიდან პირდაპირ ეთერში უპასუხებს სომხეთის მოქალაქეებისა და დიასპორის თანამემამულეების ვიდეო კითხვებს.

როგორც იტყობინება პრემიერის ადმინისტრაცია, ითხოვენ კითხვები ვიდეო შეტყობინების სახით წინასწარ გაგზავნონ WhatsApp-ის აპლიკაციის ტელეფონის ნომერზე +374 44 900 800, 17 ნოემბრიდან 23 ნოემბრის  18:00 საათამდე ჩათვლით.

ვიდეო შეტყობინების დასაწყისში აუცილებელია მიუთითოთ სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, სასურველია ასევე პროფესია და სამუშაო ადგილი.

პრემიერ მინისტრი უპასუხებს შეკითხვებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ლაკონურად, სწორად და მკაფიოდ.

კითხვა-პასუხი გადაიცემა სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით, პრემიერის ფეისბუქის გვერდზე და მთავრობის ოფიციალურ YouTube არხზე.

ნახეთ მეტი
Back to top button