
17 ნოემბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩამოსული საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ინფორმაციას სრ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჰიმნები. თავდაცვის მინისტრების ცალკე საუბრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა. შეხვედრისას მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის ამჟამინდელ დონეს. განიხილეს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში სომხურ-ქართული თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ერთმანეთს ასევე გააცნეს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული დეტალები. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. ამის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნაძვი დარგო თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე.