ეკონომიკა

Forbes-მა FLYONE ARMENIA რუსეთიდან ფრენების განმახორციელებელი საუკეთესო ავიაკომპანიების სიაში შეიყვანა

სომხური ავიაკომპანია FLYONE ARMENIA პრესტიჟული ჟურნალის FORBES-ის რუსულენოვანი ვერსიის რეიტინგულ სიაში გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს ფრენებს რუსეთიდან.

FLYONE ARMENIA-მ რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა ისეთი საავიაციო გიგანტი, როგორიც არის Turkish Airlines.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, რუსული FORBES-ის ეს რეიტინგი შედგენილია უმსხვილეს რუსულ კომპანიასთან AVIASALES-თან ერთად. სარეიტინგო ცხრილის შესადგენად განიხილებოდა 38 კომპანია, მათგან 14 რუსულია, დანარჩენი კი უცხოური. ცხრილში რუსეთის ეროვნული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ ლიდერობს, მეორე და მესამე პოზიციებზე არიან კომპანიები S7 და „აზიმუტი“.

FLYONE ARMENIA არის სომხეთის წამყვანი ავიაკომპანია. იგი დაარსდა 2021 წელს. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება Airbus A320 და Airbus A319 თვითმფრინავებისგან. კომპანია ახორციელებს ფრენებს დაახლოებით 20 მიმართულებით და 2023 წლისთვის პირველი 9 თვის მონაცემებით ის სომხეთის რესპუბლიკის 79-ე გადამხდელია.

ნახეთ მეტი
Back to top button