მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი სომხეთს  „დასავლეთ აზერბაიჯანს“  უწოდებს,  რაც ახალი აგრეესიისთვის მზადებაზე მიგვანიშნებს – ფაშინიანი

სომხეთი აზერბაიჯანს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხების მოგვარებას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ნოემბერს, ერევანში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ერევანში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

„ექსკლავი არწივაშენი, რომელიც, მაგალითად, სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, 30 წელზე მეტია აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკიდურესად საეჭვოა, რომ აზერბაიჯანში უმაღლესი პატრონაჟით და ოფიციალურ დონეზე  სომხეთს „დასავლეთ აზერბაიჯანს “ უწოდებენ. უფრო მეტიც, ასეა წარმოდგენილი სომხეთი სკოლებში, უნივერსიტეტებში, აზერბაიჯანულ მედიაში.

როგორც ჩანს, ეს არის მზადება სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის მოსაწყობად. პრემიერის თქმით, ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button