აზერბაიჯანს სურს თურქეთთან და რუსეთთან იდგეს, ეს არის დაძაბულობის საფუძველი – ამერიკელი კონგრესმენი

ფაქტია, რომ სახელმწიფო სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშობლოდან წასულ ადამიანებს უნდა მიეცეთ უკან დაბრუნების საშუალება, არა მგონია, ეს იყოს გამოსავალი ან გარანტია იმ სომხებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯიმ კოსტამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, მომავალ დისკუსიებში ეს საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი და არ მგონია, რომ ამ ადამიანებისთვის ნებართვა იყოს საჭირო. მათ უნდა შეეძლოთ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, როდესაც მოესურვებათ, ”- თქვა მან.
კითხვაზე, ვინ უნდა უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხოება, კოსტამ უპასუხა: „ეს უნდა დაფიქსირდეს სამშვიდობო ხელშეკრულებაში და ამიტომ არის შეთანხმება ასეთი მნიშვნელოვანი. აშშ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს იქნება მომავალი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რაზეც აზერბაიჯანიც დათანხმდა“.
მისი თქმით, დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის საფუძველი არსებობს. „აზერბაიჯანის მხრიდან მორიგების მაგიდასთან დაბრუნების უხალისობა ამის დასტურია. მეორეც, თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობის სურვილიც ამაზე მეტყველებს.
2400 რუსმა ჯარისკაცმა, რომლებიც ვითომ სამშვიდობოები იყვნენ, არაფერს არ აკეთებდნენ ხალხის ევაკუაციის დროს. მანამდე კი მთიანი ყარაბაღის ბლოკადის დროს, არ აძლევდნენ დერეფნით მთიან ყარაბაღში საკვებისა და სამედიცინო ნივთების ტრანსპორტირების საშუალებას. შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანობა და იეთი შეთანხმება, რომელსაც ყველა მხარე დაიცავს“.