მთავარიპოლიტიკა

ანტისემიტიზმსა და შეუწყნარებლობას ეროვნული თუ რელიგიური ნიშნით სომხეთში ადგილი არ აქვს  – საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ერევნის სინაგოგის წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალიზმი. “Armenpress”-ის  ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ანი ბადალიანმა ამ თემაზე მედიის შეკითხვას უპასუხა.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, სომხეთის რესპუბლიკა დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი რელიგიური სტრუქტურის ხელყოფას და კერძოდ, ვანდალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, ყოველგვარ უპატივცემულო ქმედებას ერევნის სინაგოგის მიმართ. შეუწყნარებლობის ან მისი წაქეზების მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ინციდენტის, საგნის ნებისმიერ მანიპულირებას, იქნება ეს პოლიტიკური, პროპაგანდისტული თუ სხვა მიზეზების გამო. ანტისემიტიზმსა და შეუწყნარებლობას ეროვნული თუ რელიგიური ნიშნით სომხეთში ადგილი არ აქვს“, -აღნიშნა  ბადალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button