
ერევანი ბაქოს სთავაზობს არ ჰყავდეთ ჯარები საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საზღვრის არცერთ მხარეს, ასევე მოაგვაროს ექსკლავებისა და ანკლავების საკითხები. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 ნოემბერს, ერევანში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ერევანი და ბაქო კვლავ საუბრობენ სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე და ხშირად არ გვესმის ერთმანეთის.
პრემიერმა ამის ობიექტური მიზეზებიც დაასახელა: „გრძელვადიანი კონფლიქტი გარკვეული ისტორიული კონტექსტით, ათასობით მსხვერპლი, რომელთა ახლობლებს თვალებში ყურება გვიჭირს, ათობით პატიმარი, რომელთა ოჯახის წევრებს პასუხი არ მიუღიათ, სიძულვილის ატმოსფერო, რომელიც ასე დაგროვდა ათწლეულების განმავლობაში და იმის ეჭვი, რომ კონსტრუქციული განცხადებების ქვეშ ცუდი რამ იმალება. ეს სიტყვები, რასაც მე ვამბობ, ეხება როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ამა თუ იმ მომენტში“.