მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის მოთხოვნა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ

17 ნოემბერს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.
„Armenpress“-ის ცნობით, სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა უზრუნველყოს იმ ადამიანების უსაფრთხო, შეუფერხებელი და სწრაფი დაბრუნება, ვინც 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ დატოვეს მთიანი ყარაბაღი.
გარდა ამისა, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანი ვალდებულია უზრუნველყოს, მათი გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან, ვინც 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ იმყოფებიან იქ და სურთ დატოვონ იქაურობა. ეს შეძლონ უსაფრთხოდ, დაუბრკოლებლად და სწრაფად.
მეორე მხრივ, სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისა და იმ პირების დაშინებისგან, რომლებიც დარჩნენ ან დაბრუნდნენ მთიან ყარაბაღში 19 სექტემბრის შემდეგ.
კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, აზერბაიჯანი ვალდებულია შეინარჩუნოს და დაიცვას სარეგისტრაციო, პირადობის და პირადი საკუთრების დოკუმენტები და სააღრიცხვო წიგნები, საფუძვლად იქცეს ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო პრაქტიკაში.
გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 8 კვირის ვადაში აზერბაიჯანმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში დროებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებზე.