მიმდინარეობს სამუშაოები ბრიუსელის მხრიდან, არის წინადადებები მოსკოვიდან, ამ დროისთვის შეხვედრა დაგეგმილი არ არის – მარუქიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ბევრი წინადადებაა შეხვედრებისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს ბრიუსელის მხარეზეც, არის წინადადებები მოსკოვიდანაც, გადაწყვეტილებას სომხეთი მიიღებს, ამ დროისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ არის. ამის შესახებ „საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუშისომხეთის სპეციალური დანიშნულების ელჩმა ედმონ მარუქიანმა განაცხადა.
მარია ზახაროვას განცხადებაზე დაყრდნობით, რომ დასავლეთი ხელს უშლის სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებას და ერევნისა და ბაქოს შერიგებას, მარუქიანმა უპასუხა:
„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეთქვა, თუ სამმხრივი შეთანხმებების რომელმა კონკრეტულმა პუნქტმა შეუშალა ხელი რუს სამშვიდობოებს, მაშინ როცა აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა და ეთნიკური წმენდა მოახდინა. რა შემთხვევაში შეუშალა ხელი დასავლეთმა რუს სამშვიდობოებს ლაჩინის დერეფნის გახსნაში? რას იტყოდნენ რუსები, მაგალითად, თეთრი სახლის პრესმდივანმა რომ ეთქვა, მხარეებს შეეძლოთ მოსულიყვნენ ვაშინგტონში და მშვიდობის ხელშეკრულებაზე მოეწერათ ხელი, მაგრამ რუსეთმა ხელი შეუშალაო? უნდა ვნახოთ, რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. აქვს თუ არა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ნება, თუ აქვს ეს ნება, უნდა წავიდეს ამ დისკუსიებზე.
დასავლეთს არ შეუშლია ხელი რუსეთისთვის მთიანი ყარაბაღის შენარჩუნების საკითხში, თუმცა დასავლეთსაც აქვს თავისი ცოდვები, თუნდაც იმ საკითხში, ტომ სჯერავდა აზერბაიჯანის და მის ქმედებებს ნამდვილ სახელს არ უწოდებდა, ფიქრობდა მიიყვანდა მას მოლაპარაკების თავის პლატფორმაზე. ახლა კი აზერბაიჯანმა როცა მისი პრობლემების ერთი ნაწილი გადაჭრა, ზურგი აქცია დასაცლეთს, უდიერად ექცევა მას.
კუხო -ს სამიტში სომხეთის არ მონაწილეობის შესახებ, მარუკიანმა განმარტა: „კუხო-მ მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუ არის ასეთი მკაფიო პოზიცია,რატომ არ შეასრულა კუხო-მ ვალდებულება? თუ ამბობენ, რომ სომხეთის საზღვრები სწორედ ეს საზღვრებია, მაშინ უნდა აღიარონ, რომ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დაახლოებით 240 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებულია. ეს ნიშნავს, რომ კუხო-მ ოკუპაციის დროს არ შეასრულა თავისი ნორმატიული მოვალეობა, თუ ამბობენ, რომ თქვენ არ მოგიმართავთ, ამიტომ არ გავაკეთეთ, ამას ვერ იტყვიან, რადგან რამდენჯერმე მივმართეთ. ამიტომ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული: ან მიიღებენ იმას, რაც მოხდა, ან კუხოს სხდომებში მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ მივიღებთ რა მნიშვნელობა აქვს.
კუხო-ს ყველა დოკუმენტი, რომელზეც სომხეთმა მოაწერა ხელი, ამჟამად უმოქმედოდ დევს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ კუხო სომხეთში თვითმფრინავებით უნდა მოსულიყო და თავს დასხმოდა აზერბაიჯანს, კუხო-ს პოლიტიკურ დონეზეც კი არ გადაუდგამს ნაბიჯები, აღნიშნა მარუქიანმა.