
რომის სტატუტის რატიფიცირება აჩვენებს სომხეთის ერთგულებას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ.
ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა თავის X მიკრობლოგში დაწერა.
„ყოველი ახალი ქვეყნის გაწევრიანება გვაახლოებს საყოველთაო მონაწილეობასთან და ყველაზე მძიმე დანაშაულების დაუსჯელობის დასრულებასთან“, – აღნიშნავს ის.