მთავარიპოლიტიკა

სომხეთის მთავრობამ პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“  ვიდეორგოლით წარმოადგინა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ვიდეორგოლით წარადგინა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინზე“. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, მთავრობამ შეიმუშავა და წარმოადგინა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, როგორც სამშვიდობო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ამ პროექტის მთავარი მნიშვნელობა არის კომუნიკაციების განვითარება სომხეთს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის გზების, რკინიგზის, მილსადენების, კაბელების, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების, აშენების და ექსპლუატაციის მეშვეობით.

„სომხეთის სამხრეთით და ჩრდილოეთით გამავალი სარკინიგზო მაგისტრალები ოცდაათი წელია არ ფუნქციონირებს რეგიონულად, ასევე არ ფუნქციონირებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მრავალი გზატკეცილი, ხოლო ამ გზების ხელახალი გააქტიურება გახდება მოკლე და ეფექტური მარშრუტი, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვა ხმელთაშუა ზღვამდე, როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზით.

ანალოგიურად, ეს სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები შეიძლება გახდეს სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან, მათ შორის საქართველოს პორტებთან დამაკავშირებელი ეფექტური გზა. ეს პროგრამა უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას და მინდა მივაპყრო მთავრობების და კერძო ინვესტორების ყურადღება ამ შესაძლებლობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button