სპორტი

ერევანში დაკავებული ყველა უცხოელი ფეხბურთის გულშემატკივარი გაათავისუფლეს

ერევანში სომხეთისა და უელსის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩის დღეს დაკავებული 32-ვე უცხოელი გაათავისუფლეს.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში NEWS.am-ის კორესპონდენტს აცნობეს, რომ 16 უცხოელი საჯარო ადგილას ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენის გამო დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

პოლიციამ ასევე გვაცნობა, რომ ხულიგნობის ბრალდებით კიდევ 16 უცხოელი დააკავეს და სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა გორ აბრაჰამიანმა NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში განმარტა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

„ამ პირებთან ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ისინი ექსპერტიზაზე გაგზავნეს, შემდეგ გაათავისუფლეს“, – განაცხადა აბრაჰამიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button