ეკონომიკა

უცხოელი ტურისტები სომხეთში 1 ვიზიტზე საშუალოდ 1200 დოლარს ხარჯავენ. ქერობიანი

უცხოელი ტურისტები სომხეთში 1 ვიზიტზე საშუალოდ დაახლოებით 1200 დოლარს ხარჯავენ. ამის შესახებ 20 ნოემბერს ეროვნულ ასამბლეაში, პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე, „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტების პაკეტის განხილვისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მისივე თქმით, ეს არის ტურისტების გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები.

მინისტრს არ უხსენებია მათი მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა. „ამ 1200 დოლარიდან ბიუჯეტში დაახლოებით 110 დოლარი შემოდის ერთი ადამიანისგან. მოქმედი კურსით 44 ათასი დრამია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2023 წელს შეიძლება ველოდოთ დაახლოებით 100 მილიარდი დრამის (დაახლოებით 25 მლნ. დოლარი) შემოდინებას“, – განაცხადა ქერობიანმა. მისი აზრით, 2026წ. მოსალოდნელია უცხოელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა (2,5 მილიონამდე). „რესპუბლიკა არასრული 2023 წლის განმავლობაში უკვე მიუახლოვდა ამ მაჩვენებელს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button