პოლიტიკა

შარლ მიშელი კვლავ მზადაა და სურს, რაც შეიძლება მალე მოაწყოს ლიდერთა შეხვედრა ბრიუსელში. კლაარი

ევროკავშირი იძულებული არაა იყოს რომელიმე მხარეს. ჩვენ, და განსაკუთრებით პრეზიდენტმა მიშელმა, შევთავაზეთ ჩვენი მეგობრული მომსახურება. ჩვენთვის უპირველესი ინტერესი არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა Armenpress-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ბოლო მომენტში ჯერ უარი თქვა გრანადაში გამართულ შეხვედრაზე, შემდეგ კი ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე.

„საბოლოოდ სად მოეწერება ხელი, ჩვენთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყოს ურთიერთობების რეალური მოწესრიგება. ეს არის ერთი პუნქტი.

რაც შეეხება პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილებას არ ჩასულიყო გრანადაში, ჩვენ იმედგაცრუებული ვიყავით, ვფიქრობდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი ძლიერი გზავნილების გასაგზავნად.

პრეზიდენტი მიშელი კვლავ მზადაა და სურს, რაც შეიძლება მალე მოაწყოს ლიდერთა შეხვედრა ბრიუსელში. თარიღები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავარია რეალურად წინსვლა და სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული, შევეცადოთ ხელი შევუწყოთ პროგრესს ურთიერთობების რეალური მოწესრიგებისკენ, თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button