“შენთვის სომხეთო”. 23 ნოემბერს გაიმართება საყოველთაო სომხური ფონდის Hayastan-ის ყოველწლიური ტელემარათონი

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების გადასაჭრელად, სრულიად სომხური ფონდი Hayastan-ი 23 ნოემბერს 22:00 საათზე გამართავს ყოველწლიურ ტელემარათონს სახელწოდებით “შენთვის, სომხეთო”.
„წელს „ჰაიასტანი“ აგრძელებს სასაზღვრო თემების განვითარებისა და მთიანი ყარაბაღიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეების მისიას. გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების გადასაჭრელად ფონდი აწყობს ყოველწლიურ ტელემარათონს სახელწოდებით “შენთვის სომხეთო”.
ფოკუსირებული საზღვრისპირა თემების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებაზე და დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაზე, ფონდი პრიორიტეტულად მიიღებს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. გადაუდებელი დახმარების პარალელურად, ფონდი გეგმავს განახორციელოს საშუალო და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც განკუთვნილია განსაკუთრებით სოფლად ჩასახლებული დევნილი ოჯახებისთვის.
თქვენი მონაწილეობა და ინვესტიცია მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაში. შემოუერთდით და შემოწირეთ ახლავე“, – Armenpress-ის“ ცნობით ნათქვამია ფონდის განცხადებაში.