საერთაშორისო

ახლო „მეგობრები“ ტოვებენ თურქეთის ეკონომიკას

კარატეში ორმაგ დარტყმას „რენრენი“ ეწოდება. თურქებს ეკონომიკაში „რენრენი“ აქვთ. და ვისგან? ახლო “მეგობრებისგან”.

პირველ რიგში, British Petroleum-მა გაყიდა თავისი აქტივები (700-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგური) თურქეთში და დატოვებს თურქულ ბაზარს 2024 წელს. ბრიტანული ნავთობკომპანიის 111 წლიანი ისტორია თურქეთში, რომელიც ოსმალეთის იმპერიიდან იწყება, დასასრულს უახლოვდება.

და აი კიდევ ერთი დარტყმა რუსებისა და ჩინელებისგან – თურქეთის ექსპორტი რუსეთში აგვისტოში 11%-ით და სექტემბერში 25%-ით შემცირდა, ხოლო ოქტომბერში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 17%-ით გაიზარდა. Rusya pazarını Çin’e kaptırdık! (რუსული ბაზარი დავკარგეთ) – ყვირის თურქული ბიზნესი.

ბოლო წლებში შეიმჩნევა თურქეთში მსხვილი ბიზნესების დატოვების  ან ინვესტიციების შემცირების ტენდენციები.

2019 წელს Volkswagen-მა  უარი თქვა თავისი მანქანების თურქეთში ამწყობ ქარხნის შექმნაზე.

ორი წლის წინ Honda-მ დატოვა თურქეთი.

Ford-მა გააუქმა 32 მილიარდი დოლარის საინვესტიციო გეგმა.

Mazda მიდის.

HSBC ამცირებს ფილიალების რაოდენობას.

თურქეთი უკვე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის შიდა წარმოების ხარჯების ზრდა და გლობალურ ფინანსებზე წვდომის სირთულეები.

ისე რომ ვთქვათ, არა უშავს,  რადგან მთავარი ის არის, რომ მოხდენილი კოსტიუმი ეცვას – „ყარაბაღ ბიზიმდირ“.  დაე, ყველაფერი ცეცხლმა დაწვას,  მაგრამ ბიზიმდირი იყოს. როდემდე ეს ყველაფერი – მომთაბარეებო?

ნახეთ მეტი
Back to top button