მთავარიპოლიტიკა

კუხო  აგრძელებს მუშაობს  სომხეთში მისიის გაგზავნის პროექტზე

კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობა სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისა და სხვა პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების შესახებ გრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია კუხო-ს სამდივნოს კომენტარში, იუწყება TASS-ი.  „მინსკში კუხო-ს საწესდებო ორგანოების მოახლოებული სესიების წინა დღეს, სომხურმა მხარემ შესთავაზა განცხადების პროექტი ამოეღოთ განხილვიების დღის წესრიგისაგან.  კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობა სომხეთში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნისა და სხვა პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების შესახებ გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში. გუშინ კუხო-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს განუცხადა, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა  სტრუქტურის პარტნიორებს დღის წესრიგიდან ამოეღოთ დახმარების შესახებ დოკუმენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button