მთავარიპოლიტიკა

კუხო-ს სესიაში არც სომხეთის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც ხვალ მინსკში გაიმართება.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ თოროსიანმა „თავისუფლების“ კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, სომხეთის საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი არარატ მირზოიანი არ მიიღებს მონაწილეობას კუხო-ს სამიტის წინ გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button