კულტურა

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ჰუმანიტარული კვლევითი ცენტრი  ვარდან გრიგორიანის სახელი მიანიჭეს

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევით ცენტრს ამერიკელი სომეხი ისტორიკოსისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოს „ავრორას“ თანადამფუძნებლის, ვარდან გრიგორიანის სახელი მიანიჭეს.

“Armenpress”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის “ფეისბუქის” გვერდზეა აღნიშნული.

ჰუმანიტარული კვლევითი ცენტრი შედგება ოთხი ზოგადსაგანმანათლებლო საკლასო ოთახისაგან, ორი სახელობითი დარბაზისაგან. ცენტრს ასევე აქვს კვლევითი საქმიანობის სხვა პროგრამული მიმართულებები, რომლებიც ფართოდ იყენებენ ბიბლიოთეკის კოლექციებს. ისინი ხაზს უსვამენ ბიბლიოთეკაში კვლევის შესაძლებლობებს.

ვარდან გრიგორიანის სახელობის  ცენტრი  სთავაზობსმკვლევარებსა და მწერლებს  სამუშაო ოთახებს, სტიპენდიებს და სასწავლო ოთახს, ბიბლიოთეკის კოლექციების ინტენსიურ გამოყენებას.

ვარდან გრიგორიანმა დიდი წვლილი შეიტანა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის აღდგენასა და აღორძინებაში. 1981-1989 წლებში იყო ბიბლიოთეკის პრეზიდენტი. გრიგორიანის ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკა გახდა მსოფლიო აღიარების საგანმანათლებლო დაწესებულება.

ნახეთ მეტი
Back to top button