პოლიტიკა

სომხეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა სახელმწიფო საზღვარზე სადემარკაციო კომისიების სხდომის ჩატარება  –  საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხურმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა  რა  სომხეთის პოლიტიკური ნება, ძალისხმევა მიმართოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, 21 ნოემბერს აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა შეთანხმების მე-6 რედაქცია.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა სომხეთი, აზერბაიჯანის უახლესი წინადადებების მიღების შემდეგ, განიხილავდა მათ და მზად იყო გაეგრძელებინა მოლაპარაკებები შეთანხმების პროექტზე, მიუხედავად იმ ჰუმანიტარული კრიზისისა, რომელიც დღითი დღე უარესდებოდა მთიანი ყარაბაღის მძიმე ბლოკადის გამო. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ,  რამაც გამოიწვია მთიანი ყარაბაღის მთელი სომეხი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება.

შემდეგ, სამშვიდობო პროცესზე დაბრუნების შესაძლებლობისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა აზერბაიჯანმა ღიად უგულველყო,  არ მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე ჯერ გრანადაში, შემდეგ კი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში.

სომხურმა მხარემ განაგრძო ხელშეკრულების ტექსტზე მუშაობა და უფრო ეფექტურად მიიჩნია სავარაუდო შეხვედრების დროს მისი წარდგენა აზერბაიჯანისთვის. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მოლაპარაკებების პროცესის შეფერხება და მცდელობა, მიაღწიოს გრძელვადიან მშვიდობას ჩვენს რეგიონში, სომხეთის რესპუბლიკამ კონსტრუქციულად გადმოსცა თავისი შეხედულებები შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს  ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებას, შემდგომი დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ატას დეკლარაციისა და უახლესი ლეგიტიმური საბჭოთა რუქების მიხედვით, რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვა, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის სრულ პატივისცემას და თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებს.

სომხური მხარე კვლავაც თვლის, რომ მიუხედავად ყველა გართულებისა და გამოწვევისა, არსებობს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების რეალური შესაძლებლობა, რაც შეიძლება განხორციელდეს, თუ ორივე მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. სომხური მხარე აგრძელებს ამ ნების გამოვლენას. ამ ნების ერთ-ერთი გამოხატულებაა ისიც, რომ სომხეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარზე სადემარკაციო კომისიების სხდომა გამართონ.

ნახეთ მეტი
Back to top button