საზოგადოება

სომხეთში ელექტრომობილების იმპორტი დღგ-სგან კიდევ ერთი წლით გათავისუფლდება

სომხეთში ელექტროძრავიანი მანქანების იმპორტისა და ექსპორტისთვის დადგენილი შეღავათიანი პირობები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნარეკ ტერიანმა 21 ნოემბერს, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ანუ შეღავათები 2025 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

ელექტრომობილები ამჟამად გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან 2024 წლის 1 იანვრამდე. „დღგ-დან და საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად გაიზარდა ელექტრომობილების იმპორტის მოცულობა სომხეთში. 2022 წელს სომხეთში 2681 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც 42,3 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით. უფრო მეტიც, უკვე 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მესამე ქვეყნებიდან იმპორტმა დაახლოებით 4496 ერთეული შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა ორმაგი იყო“, – აღნიშნა ტერიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button