კულტურა

Forbes-ის კულინარიული მიმომხილველი ერევნის სამზარეულოს ნიუანსების შესახებ

Forbes-ის კულინარიის მიმომხილველი ლიზა ზიმერმანი ერევანს ეწვია და მკითხველებს ადგილობრივი სამზარეულოს შთაბეჭდილებები გაუზიარა. წარმოგიდგენთ მისი პოსტის თარგმანს მოკლე ვერსიით.

„ერევანი კულინარიული სიამოვნებების ქვეყანაა. სამზარეულოში აქ დომინირებს ახალი მწვანილი და ადგილობრივი ყველი. ადგილობრივებს მოსწონთ ამ კომბინაციის ლავაშში გადახვევა და მისი ჭამა.

მწვადი ასევე ადგილობრივი სამზარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც საღამოს დაუვიწყარს გახდის. ხშირად ღორის ხორცისგან მზადდება. ვინაიდან სომხეთი ქრისტიანული ქვეყანაა, ადგილობრივებსაც და სტუმრებსაც აქვთ მრავალფეროვანი კერძების არჩევანი. ასევე არის კლასიკური და ძნელად საპოვნელი კერძები, როგორიცაა შემწვარი გოგრა მწვანე ლობიოთი და ტომატის სოუსში ჩაყრილი ხორცი, რომელიც ერევანში ჩემი პირველი ტრაპეზის დროს რესტორან „ლავაშ“ -ში მივირთვი.

სხვა კერძებს, როგორიცაა მანტი, პატარა, მსუქანი პილმენები ხორცით ან ბოსტნეულით, თავისი კულინარიული გავლენა აქვს სომხურ სამზარეულოზე. მანტი ბევრ ქვეყანაში მზადდება, მაგალითად, თურქეთსა და ლიბანში, მაგრამ სომხებს მისი მოწოდების თავისებური ხერხი აქვთ: მაგიდაზე გამოიტანენ მანტის,  შემდეგ ბულიონს და არაჟანს უმატებენ. საუკეთესო მანტი, რაც მედავაგემოვნე  იყო ლიბანურ-სომხურ რესტორანში, რესტორაბს  “მანტი” ერქვა და ქალაქის ცენტრში იყო.

თუ გსურთ აღფრთოვანდეთ  ქალაქით და მისი შემოგარენით, მზის ამოსვლისას იფრინეთ აეროსტატით.  Skyballarmenia მშვენივრად ახერხებს  მნახველების ჰაერში აყვანას და მიმდებარე მთების განსაცვიფრებელი ხედების ჩვენებას. პილოტი  ადგილობრივი შამპანურითაც კი გაგვიმასპინძლდა, ყავა და საჭმელი შემოგვთავაზა –  საოცარი გართობა იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button