სპორტი

გარიკ კარაპეტიანი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა

სომხეთის ძალოსანთა ნაკრების წევრი გარიკ კარაპეტიანი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, მექსიკაში, გვადალახარაში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 102 კგ წონით კატეგორიაში კარაპეტიანმა ატაცში 175 კგ ასწია და მცირე ოქროს მედალოსანი გახდა. აკვრაში 203 კგ აწია და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარიკ კარაპეტიანი 378 კგ-ით მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩემპიონი გახდა.

ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდულ ნაკრებში ოქროს მედალოსანი გორ საჰაკიანი და ალექსანდრა გრიგორიანი გახდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button