ეკონომიკა

რუსეთი სომხეთში პირდაპირი ინვესტიციების ლიდერი აღარ არის. ეკონომიკის მინისტრი

წლევანდელი მონაცემებით, არაბეთის გაერთიანებული საემიროები პირველად გახდა უმსხვილესი ინვესტორი, რომელმაც რუსეთს გაუსწრო. ამის შესახებ 22 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

მისი თქმით, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მშპ-ით ბელორუსს გაუსწრებს და მხოლოდ რუსეთსა და ყაზახეთს ჩამორჩება. „სსფ-ის მონაცემებით, წელს ერთ სულ მოსახლეზე 8200 დოლარის ინდექსით დავასრულებთ. ეს ორჯერ მეტია ვიდრე 2020 წელს. სომხეთმა დააფიქსირა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. პირველი სამი თვის მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 27 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა მან.

მთავრობა ცდილობს ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-სთან 25 პროცენტამდე გაზარდოს. „ბოლო მონაცემებით, ამ რიცხვმა 23 პროცენტს მიაღწია. ამ მაჩვენებელს დაგეგმილზე ადრე მივაღწევთ“, – დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2022 წ. სომხეთის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 1 ტრილიონ 648 მილიარდი დრამი (1აშშ დოლარი 400სრ დრამის ეკვივალენტურია) შეადგინა, რაც 250 მილიარდით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ნახეთ მეტი
Back to top button