კულტურა

შარლ აზნაურის და სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილე იუნესკოს კალენდარში

7-დან 22 ნოემბრის ჩათვლით პარიზში იუნესკოს გენერალური ასამბლეის 42-ე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შარლ აზნაურის და სერგეი ფარაჯანოვის დაბადებებიდან 100 წლის იუბილეების იუნესკოს ცნობილი ადამიანებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების იუბილეების 2024-2025 წწ. კალენდარში შეტანასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული განაცხადები წარმოადგინა სომხეთის რესპუბლიკამ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა რიგი წევრი ქვეყნებისა და ქვეყნების ჯგუფისგან. კერძოდ, ცნობილი ფრანგი სომეხი მომღერლის, სიმღერების ავტორის, მსახიობის, შარლ აზნაურის 100 წლის იუბილეზე მოთხოვნა ერთობლივად წარადგინეს სომხეთმა და საფრანგეთმა ანდორას, იტალიის, ლუქსემბურგის, მონაკოს, პორტუგალიის, სენეგალისა და 80-ზე მეტი წევრის მქონე იუნესკოს ფრანკოფონი ელჩების ჯგუფის მხარდაჭერით. კინორეჟისორ სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეზე განაცხადი სომხეთმა, საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად წარადგინეს კვიპროსის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბანისა და პოლონეთის მხარდაჭერით.

1998 წლიდან სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი 25 საიუბილეო თარიღი შეტანილია იუნესკოს ცნობილი ადამიანებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების კალენდარში.

წინა ბიენაუმზე დამტკიცდა სრ-ს მიერ ნერსეს შნორალის გარდაცვალებიდან 850 წლისთავისა და სრ ეროვნული კინოცენტრის 100 წლისთავის აღსანიშნავად წარდგენილი განაცხადები.

ნახეთ მეტი
Back to top button