პოლიტიკა

შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანს ყველაფერი აქვს ატომური ბომბის გარდა. ალენ სიმონიანი შესასყიდი იარაღის შესახებ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის პრეტენზიებზე სომხეთის მიერ იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. როგორც Armenpress-ი იუწყება, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის მიერ თავდაცვითი იარაღის შეძენასთან დაკავშირებით აურზაურს ტეხს, მაგრამ თავად აგრძელებს შეიარაღებას.

„სომხეთის რესპუბლიკა ყიდულობს ერთ-ორ მანქანას, აზერბაიჯანი აურზაურს ტეხს. აზერბაიჯანს ყველაფერი აქვს ატომური ბომბის გარდა და ცდილობს მსოფლიოს წარუდგინოს, რომ სომხეთი თითქოს იარაღდება, უტევს და აქვს შეტევითი გეგმები. მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ აქვს განზრახვა შეტევა რომელიმე ქვეყანაზე. დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ აზერბაიჯანი მილიარდობით დოლარის იარაღს ყიდულობს. და ჩნდება კითხვა: რისთვის სჭირდება აზერბაიჯანს ამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა?“ – განაცხადა სიმონიანმა.

მისი თქმით, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არ არის პიარი და არ არის მიმართული საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაზე, მაშინ ეს  უნდა განმტკიცდეს ქმედებებით.

„თუ აზერბაიჯანი საუბრობს მშვიდობაზე, ამის დასადასტურებლად ბევრი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას, დაწყებული პატიმრების გათავისუფლებიდან იმ პრინციპების შესრულებამდე, რომლებიც შეთანხმებულია“, – განაცხადა სიმონიანმა და განმარტა, რომ საუბარია 3 პრინციპზე, რომელზეც სომხეთი და აზერბაიჯანი ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button