საზოგადოება

აზერბაიჯანელმა დიპლომატმა რამილ საფაროვის ექსტრადიციის დეტალები გაამხილა

აზერბაიჯანის ელჩმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვილაიათ ღულიევმა რამილ საფაროვის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების დეტალებზე ისაუბრა.

„რამილ საფაროვის ექსტრადიციის დროს, რომელიც განხორციელდა საიდუმლო პირობებში, არაფერი არ იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი. ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერებმა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბამ, ევროსაბჭოს მიერ მიღებული საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე, ბუდაპეშტში მყოფი აზერბაიჯანელი ოფიცერი სამშობლოში დააბრუნეს. აქ კი სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით მოხდა შეწყალება, რადგან სასჯელის ნაწილი მოიხადა“, – განაცხადა ღულიევმა APA-ს ინტერვიუში.

ელჩმა აღნიშნა, რომ ეს იყო ორივე მხარის “ადამიანურობისა და დიდსულოვნების აქტი”. „არავითარი ფარული გარიგება არ ყოფილა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ჩვენი ოპოზიციური პრესა წერდა მოვლენების შემდეგ. ამის თქმა შემიძლია სრული დარწმუნებით, რადგან უშუალოდ ვიყავი ამ პროცესში ჩართული. ექსტრადიციის დასრულებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ჰეიდარ ალიევის ფონდმა, მეგობრული უნგრელი ხალხისადმი ჩვენი ერის მადლიერების ნიშნად, ბუდაპეშტის XII რაიონში მხედველობა  დაქვეითებული ბავშვებისთვის სკოლა-საცხოვრებელი შენობა ააშენა. სკოლა-საცხოვრებლის მეურვეობა ჩვენმა საელჩომ აიღო. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება“.

რამილ საფაროვი არის აზერბაიჯანელი ოფიცერი, რომელმაც ნაჯახით მოკლა მძინარე სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი. ორი ოფიცერი ბუდაპეშტში ნატოს ინგლისური ენის კურსებში მონაწილეობდნენ. უნგრელმა მოსამართლემ საფაროვს 30 წლით უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წლის  აგვისტოში, გარიგების შედეგად, საფაროვი სამშობლოში დააბრუნეს, სადაც ხელისუფლებამ იგი შეიწყალა და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა მძინარე სომეხი ოფიცერის  მკვლელობისთვის. მასმედიის ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლება უნგრეთს დამნაშავის გათავისუფლების სანაცვლოდ მრგვალ თანხას დაჰპირდა.

მაგრამ აზერბაიჯანულ ოპოზიციას სულ სხვა აზრი აქვს, მათი თქმით,  საფაროვის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის პუტინის აქტიური შუამავლობით მისი მეგობრის, წარმოშობით აზერბაიჯანელი მილიარდერის ილჰამ რაგიმოვის მეშვეობით იქნა მიღწეული.

ნახეთ მეტი
Back to top button