პოლიტიკა

აზერბაიჯანის მიერ „ზანგეზურის დერეფნის“ ხელში ჩაგდება გააფართოვებს თურქეთის გავლენას ირანის საზღვარზე  – Modern Diplomacy

გაფრთხილებები ღაზაში კონფლიქტის რეგიონულად  გადაქცევის შესახებ გადაჭარბებულია, წერს Modern Diplomacy.

საუდის არაბეთის დუმილი ყვირილის ტოლფასია,  თურქეთზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ.  ეგვიპტეც  შეუერთდა ამ სიჩუმეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალებმა ოფიციალურად გამოხატეს მხარდაჭერა პალესტინელების მიმართ, ისინი თავს იკავებენ რაიმე კონკრეტული ქმედებებისგან. ირანს აქვს უფრო სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ჩრდილოეთ საზღვარზე და არ შეუძლია დაუშვას ღია ან ფარული კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან და/ან ისრაელთან.

ირანის ჩრდილოეთ საზღვრებს  კავკასიაში არასტაბილურობის გამო სერიოზული საფრთხე ემუქრება. ვინაიდან აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით ინაწილებს სომხეთს,  ჩრდილოეთ ირანში სეპარატისტული განწყობების პერსპექტივა სერიოზულად აწუხებს თეირანს.

ჩრდილოეთ ირანში 12-23 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, უფრო მეტი ვიდრე თავად აზერბაიჯანში.

2023 წელი 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა შეუტია და დაიკავა მთიანი ყარაბაღის სომხური ნაწილი. 100 000-ზე მეტი სომეხი სომხეთში გაიქცა. აზერბაიჯანი ამჟამად განიხილავს ზანგეზურის დერეფანს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საჯაროდ განაცხადა, რომ დერეფნის გახსნა აზერბაიჯანის მთავარი პრიორიტეტია.

თურქეთმა აზერბაიჯანს ოფიციალურად 2023 წელს დაუჭირა მხარი, სექტემბრის ომში. ცოტა ხნის შემდეგ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა ნახიჯევანში, რომელიც  თურქეთს, სომხეთსა და ირანს ესაზღვრება.  ანკარას და ბაქოს სურთ, რომ ზანგეზურის დერეფანი აქედან დაიწყოს.

ნახიჩევანში შეხვედრის შემდეგ ორმა ქვეყანამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართა.

თუ აზერბაიჯანი დაიკავებს ზანგეზურის დერეფანს, ეს შეუქმნის შესაძლებლობას თურქეთს გააფართოოს თავისი გავლენა ირანის ჩრდილოეთ საზღვარზე. ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 13-19 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცდილობდა ირანისგან გამოყოფას. მაგრამ იმ დროს ირანი აშშ-ს მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ასე არ არის.

თუ აზერბაიჯანი დაიკავებს ზანგეზურის დერეფანს, ის გააფართოვებს საზღვრებს ირანთან, ხოლო თუ აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩრდილოეთ ირანის აზერბაიჯანთან გაერთიანებას და ირანისგან გამოყოფას მოითხოვს, მაშინ  თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ნავთობის მარაგს. ასეთი სცენარი თურქეთს დასავლეთ აზიის ჰეგემონად და ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთის მეტოქედ აქცევს.

ნახეთ მეტი
Back to top button