მთავარიპოლიტიკა

ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი ჩვენს მოკავშირედ დარჩება  –  პესკოვი

მინსკში კუხო-ს სამიტზე სომხეთის წარმომადგენლების არყოფნის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორებს და დარჩება ასოცირების ქვეყნების მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“  ავრცელებს.

„იმედი გვაქვს, რომ სომხეთი არ შეცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორებს, სომხეთი დარჩება ჩვენს მოკავშირედ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან საუბარს“, – განაცხადა პესკოვმა პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.

ვიდეო ტელეჟურნალისტის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ მინსკში დაგეგმილ კუხო-ს სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა კუხო-ს მინსკში გამართულ სამიტს, ქვეყანა თითქმის არ მონაწილეობდა ამ შეხვედრის მომზადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button