საზოგადოება

სომხეთში უკანონო ქონების ჩამორთმევის საქმეებზე ჯამური სასარჩელო მოთხოვნა 500 მილიარდ დრამს აჭარბებს

2020 წლის სექტემბრიდან დღემდე, უკანონო წარმოშობის ქონების ჩამორთმევის საქმეზე სასამართლოში შევიდა 93 სარჩელი, რომლითაც ითხოვენ 1000-მდე უკანონო წარმოშობის უძრავი და 200-მდე მოძრავი ქონების ჩამორთმევას, 270 იურიდიულ პირში მონაწილეობას.

როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ სომხეთის  გენერალურმა პროკურორმა ანა ვარდაპეტიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთლიანი მოთხოვნა 500 მილიარდ დრამს აჭარბებს.

დღეისათვის გაფორმებულია 4 შერიგების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს გადაეცა 6 უძრავი და 1 მოძრავი ქონება, საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 მილიარდ 100 მილიონი დრამი, ასევე დაახლოებით 79 მილიონი დრამი. უძრავი ქონების ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში შედის 4 მიწის ნაკვეთი „ერაბლურის“ სამხედრო პანთეონის მიმდებარედ.

ნახეთ მეტი
Back to top button