მთავარიპოლიტიკა

ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია თანახმაა აზერბაიჯანი სომხეთთან სამ პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე თუ არა – ფაშინიანი

ამ დროისთვის, ჯერ კიდევ არ არის აშკარა და ნათელი, თანახმაა თუ არა აზერბაიჯანი, ადასტურებს თუ არა,  სამ პრინციპზე დაფუძნებულ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  პირდაპირ ეთერში მოქალაქეების ვიდეო კითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა და დასძინა, რომ ეს სამი პრინციპი შეთანხმებული იყო მოლაპარაკებების დროს, 14 მაისს და 15 ივლისს სამმხრივ შეხვედრაზე (მიშელი, ფაშინიანი, ალიევი).

„ამ პრინციპებიდან პირველი ის არის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაგებით, რომ სომხეთის ტერიტორია 29 800 კვადრატული კილომეტრია, აზერბაიჯანის 86 600 კვადრატული კილომეტრი.

მეორე პრინციპი არის ის, რომ დელიმიტაციის საფუძველია ალმათის დეკლარაცია. სწორედ ეს განცხადებაა იმის დასაბუთება, თუ რატომ ვამბობთ, რომ სომხეთის ტიტულოვანი ტერიტორია 29800 კვადრატული კილომეტრია. რადგან სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სომხეთის რესპუბლიკა,  მიღწეული იქნა გაგება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს სსრკ-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 1974-1990 წლების რუქები. ეს ნიუანსები დახვეწას საჭიროებს.

მესამე პრინციპი არის ის, რომ ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციები უნდა გაიხსნას ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის პატივისცემით, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.

ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცებთ, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს ამ სამი პრინციპის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მაგრამ ასევე ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას ამ სამი პრინციპის მიმართ. მოლაპარაკებების დროს საჭიროა ამ საკითხების გარკვევა. როგორც ნახეთ, ასეთი დისკუსია, ყოველ შემთხვევაში, რუკებსა და საზღვრებთან დაკავშირებით, 30 ნოემბერს იგეგმება, სადემარკაციო კომისიების ფორმატში.

ჩვენ ამ დისკუსიებიდან გამოვიტანთ დასკვნებს და თუ სხვა მოლაპარაკებები იქნება, მათგანაც გამოვიტანთ დასკვნებს, მზადაა აზერბაიჯანი ამ პრინციპების საფუძველზე წავიდეს მოლაპარაკებებზე თუ უარს ამბობს ამ პრინციპებზე.

ფაქტია, რომ ასეთი რწმენა  ჯერჯერობით არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ აქ ჩვენ გვჭირდება სპეციფიკა, თუ რას გულისხმობენ ისინი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობაში. ამ საკითხების გარკვევა არის მომავალი მოლაპარაკებების პროცესის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button